პროექტები

პროექტის სახელწოდება: ბარბარიზმები
·  პროექტის მთავარი იდეა: საზოგადოების ინფორმირება ენის დაბინძურებასთან დაკავშირებით და მარადიულად გადაუჭრელი  პრობლემა  პროექტის აქტუალობა: ქართული ენა მუდმივად განიცდიდა ცვლილებას,მაგრამ რუსულმა ენამ  განსაკუთრებით დააბინძურა ბარბარიზმებით.
·  პროექტის მიზნები: თითოეულიადამიანის პასუხისმგებლობის გაზრდა.პრობლემის სერიოზული მიდგომა და მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება.
·  მონაწილეთა ასაკი:    15–16 წელი
·  ვადები/ხანგრძლივობაერთი თვე
·  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას ბარბარიზმების პრობლემის აღმოფხვრა.
·  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ფერადი ფურცლები, ლექსიკონი, დამხმარე ლიტერატურა 
·  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან   ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდ ფორმატზე შავი მარკერით დაწერს ბარბარიზმებს, მეორე ჯგუფი წითელი მარკერით მიუწერს მის ქართულ შესატყვისებს,მესამე ჯგუფი დაამზადებს პლაკატებს წარწერებით:დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე, ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე, გაურთხილდი მშობლიურ ენას.
    მოსწავლეები დადგამენ სკოლაში საჯარიმო ყულაბას და დააჯარიმებენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოიყენებენ მეტყველებაში ბარბარიზმებს. ჯარიმა იქნება პლაკატისაგუშაგოს შედგენა.
    ის  მოსწავლეები, რომლებიც  პროექტის განხორციელების განმავლობაში არ გამოიყენებენ ასეთ სიტყვებს, დაჯილდოვდებიან ღიმილებით, სტიკერებით, სიგელებით.
   პროექტის ბოლოს ბავშვები მოაწყობენ გასვლით ღონისძიებას და ჯარიმებით მოგროვებულ პაკატსაგუშაგოს გააკრავენ ხეებზე, კედლებზე. ყველგან, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებია.
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით
·  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიქართული
·  როექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი ეთო ალიაშვილი
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტაalisvili.eto@mail.ru
·  პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:



















პროექტის დასახელება:      „საქართველოს ბულბული

აკაკი წერეთლის სურათები-ის სურათის შედეგი
  • პროექტის მონაწილეები:    მეათე კლასის მოსწავლეები
    პრობლემამოსწავლეები ნაკლებად კითხულობენ არაპროგრამულ მასალას. არ იცნობენ ქართული მწერლობის კორიფეების პოეტურ და პროზაულ შედევრებს.
    პროექტის მიზანი: შეძლებისდაგვარად გაეცნონ ახალი ქართული ენის ერთერთი ფუძემდებლის, აკაკი წერეთის  ცხოვრებასა და შემოქმედებას. დაინტერესდნენ მისი ნაწარმოებებით, შეიყვარონ წიგნის კითხვა. განივითარონ ჯგუფური მუშაობის უნარჩვევები.
    პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომსაქართველოს ბულბულიახალი ქართული ენის ერთერთი ფუძემდებელია და აღეძრებათ მოტივაცია შეისწავლონ არა მხოლოდ აკაკი წერეთლის შემოქმედება, არამედ საერთოდ ახალი ქართული მწერლობა. ამ ინტერესს აღძრავს აკაკის ტკბილხმოვანი შემოქმედება.
    ამოცანები, განხორციელების გზები, ეტაპები:
    1.          მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიებასაქართველოს ბულბული“;
    2.          მოეწყოს ექსკურსია აკაკის მშობლიურ სოფლებშისავანესა და          სხვიტორში.
    3.          ღონისძიების მომზადება 20/04/13 – 20/05/13
    4.          ღონისძიების ჩატარება 21/05/13
    5.          ექსკურსიისთვის მზადება 10/06/13 – 11/06/13
    6.          ექსკურსიის მოწყობა 12/06/13
    7.          ჩატარებული მუშაობის შეჯამება, დისკზე ჩაწერა 15/06/13
    ბიუჯეტი: აკაკი წერეთლის ნაწარმოებები, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული აპარატი, საკანცელარიო ნივთები, მიკროავტობუსი, სურსათი.
    შედეგი: მოსწავლეების დიდი ინტერესის გამოვლენა აკაკის პოეზიისა და საერთოდ ლიტერატურისადმი; აკაკი წერეთლის თანამოკალმეთა შემოქმედების შესწავლის მოტივაციის აღძვრა; კითხვის, აზროვნების, წერის, ისტის გამოყენების უნარების განვითარება. ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება.
    პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე.
    პროექტის ხელმძღვანელი: ალიაშვილი ეთო
    ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  aliaSvili.eto@mail.ru





No comments:

Post a Comment